თავდგირიძე ოსმან-ფაშა (1837, ოზურგეთი, – 1909, სტამბოლი), იყო ქვემო აჭარის მმართველი XIX ს. შუა წლებში. ქობულეთის თავად თავდგირიძეთა პირდაპირი შთამომავალი (იხ. თავდგირიძეები), „აჭარელ ოსმან-ფაშად“ წოდებული. ყირიმისა (1853–56) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომების მონაწილე. ომის შემდეგ ტრაპიზონში გადასახლდა (1878). იყო ტრაპიზონის გუბერნატორი. მოგვიანებით სტამბოლში გადავიდა და იქვე გარდაიცვალა. ცოლად ჰყავდა ქართველი ქალი ნოქთა, რთანაც 5 ვაჟი და 1 ქალი შეეძინა.
ლიტ.: ა ხ ვ ლ ე დ ი ა ნ ი ხ., ნარკვევი აჭარის ისტორიიდან, ბათ., 1944; ბ ა ქ რ ა ძ ე დ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათ., 1987; ქ ა ს ა ბ ი მ., ოსმალეთის ქართველები, თურქულიდან თარგმნეს გ. გუნიავამ და ე. შექერჯიმ, სტამბოლი, 2012.
რ. სურმანიძე