თათარაშვილი შოთა ­მიხე­ილის ძე

 

შ. თათარაშვილი

 თათარაშვილი შოთა ­მიხე­ილის ძე (1. I. 1922, თბილისი, – 14 VII. 1975, იქვე), აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1973–75), ­მშენებელი. 1946 დაამთავრა სპი (ახლანდ. სტუ). მუშაობდა სპეცია­ლობის მიხედვით. 1948-იდან კომკავშირუ­ლ სამუშაოზეა: იყო თბილ. საქალაქო კომიტეტის მდივანი, სა­ქართვ. ცკ-ის მეორე მდივანი, 1952-იდან კი – სა­ქართვ. კომპარტიის ბორჯომის რაიკომის პირველი მდივანი, თბილ. საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი. 1953-იდან მუშაობდა ცკ-ის აპარატში სხვა­და­სხვა თანამდებობაზე. 1965–71 იყო საქ. სსრ სასოფლო მშენებლობის მინისტრი, 1971–73 – სა­ხელმწ. საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.