ეგნატაშვილი ბერი (გ. დაახლ. XVIII ს. 60-იანი წლების დასაწყისში), ისტორიკოსი, ჩამომავლობით აზნაური. ვახტანგ VIის მიერ „ქართლის ცხოვრების" გაგრძელების დასაწერად შედგენილი კომისიის ერთ-ერთი მონაწილე (იხ. სწავლულ კაცთა კომისია), შესაძლოა ხელმძღვანელიც. „ახალი ქართლის ცხოვრების" ხელნაწერის არშიაზე გაკეთებული ორი მინაწერი (1779) მოწმობს, რომ ე. ამ თხზულების ერთ-ერთი ავტორი იყო. ე-ის ავტორობის კვალი თხზულების ტექსტშიც ჩანს. ვარაუდობენ, რომ ე. მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერეკლე II-ის მოწინააღმდეგე პირებთან, რ-ებიც შემდეგ 1765 წ. შეთქმულებაში მონაწილეობდნენ.
თხზ.: ახალი ქართლის ცხოვრება. XVIII ს. დამდეგი. I ტექსტი, ივ. ჯავახიშვილის წინასიტყვ. და რედ., თბ., 1940.
ლიტ.: ც ი ნ ც ა ძ ე ი., ბერი ეგნატაშვილის ვინაობის საკითხისათვის, «მნათობი », 1968, N 1.
გ. აკოფაშვილი