ებრალიძე არჩილ სილოვანის ძე (21. III. 1908, ფოთი, – 15. VIII. 1960, თბილისი), მოჭადრაკე. ვ. გოგლიძესთან ერთად ქართული საჭადრაკო სკოლის ფუძემდებელი. სსრკ სპორტის ოსტატი (1941). სწავლობდა თბილისის (1924–26) და მოსკოვის (1926–28) სამხატვრო აკადემიებში ქანდაკების ფაკ-ტზე. 1935 დაამთავრა თბილ. ინდუსტრიული ინ-ტის ჰიდროტექნიკური ფაკ-ტი. იყო საქართვ. (1938, 1939, 1941, 1946) და თბილ. (1934, 1935, 1937) ჩემპიონი. ამიერკავკ. პირველობაში (1935) მე-2 ადგილი დაიკავა, ამიერკავკ. ტურნირში (1948) – მე-3 ადგილი. რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა სსრკ ჩემპიონატის ნახევარფინალში, ერთხელ – ფინალში (1937). იყო ტ. პეტროსიანის პირველი მწვრთნელი. ქართ. ენაზე თარგმნა ე. ლასკერის, ხ. კაპაბლანკას, მ. ეივეს და ი. ავერბახის შრომები.