გოგოლაძე ვლადიმერ ომარის ძე (დ. 18. VIII. 1966, თბილისი), სპორტსმენი (სპორტული ტანვარჯიში). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1988), ოლიმპიური ჩემპიონი (სეული, 1988, გუნდური ჩათვლა), ევროპის ჩემიონატის მესამე პრიზიორი (1985), ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1984, თავისუფალი ვარჯიში და ღერძი), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის (1986) ჩემპიონი, მრავალ საერთაშ. ტურნირში გამარჯვებული. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.