გოგოლაძე ლერი დავითის ძე (დ. 1. IV. 1938, თბილისი), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1988). სპორტსმენი (წყალბურთი), საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი (1960). 1961 დაამთავრა თსუ-ის მექანიკა- მათ. ფაკ-ტი. 1985–87 იყო თსუ-ის პრორექტორი, 1987- იდან – ზოგადი მათ. კათედრის გამგე. კვლევის ძირითადი მიმართულებაა: ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის საკითხები. მონაწილეობდა და დიდი წვლილი მიუძღვის საქართვ. ნორჩ მათემატიკოსთა ნაკრების საერთაშ. ოლიმპიადებისათვის მომზადებაში. გ. იყო თბილ. „დინამოს" წყალბურთელთა გუნდის (1957–72) და სსრკ ნაკრების (1959–64) წევრი (მეკარე). ოლიმპიური თამაშების (რომი, 1960), ევრ. ჩემპიონატის (ლაიფციგი, 1962), მსოფლიო უნივერსიადის (პორტუ-ალეგრი, 1963) ვერცხლის მედალოსანი, სსრკ ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.