გოცაძე თეიმურაზ გიორგის ძე

თ. გოცაძე

გოცაძე თეიმურაზ გიორგის ძე (25. III. 1941, თბილისი, - 20. VIII. 2023, იქვე), ფერმწერი. საქართვ. სახ. მხატვარი (1989). საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1989). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1964, 131 ა. ქუთათელაძის კლასი). 1971–83 მუშაობდა საქართვ. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწ. კომიტეტის მთავარ მხატვრად. 1983–88 იყო თბილისის „მხატვრის სახლის" დირექტორი, ხოლო 1985–95 – საქართვ. მხატვართა კავშირის მდივანი, 1988–2005 – საქართვ. სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანების „სურათების ეროვნული გალერეის" გენ. დირექტორი. 1994-იდან პედ. მოღვაწეობას ეწევა თბილ. კულტურის სახელმწ. ინ-ტში (1996-იდან – პროფესორი). გ-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ახ. ფორმებისა და გამომსახველობითი საშუალებების ძიება. მისი სურათები მრავალფეროვანია, აგების მხრივ – რთული, დეკორატიული. ძირითადი ნამუშევრები: „ლურჯა ცხენები", „დაბადება" (ორივე 1965), „ეფემერები" (1966), „ჩემი საუკუნე" (1980), „ჩემი თბილისი" (1987), სერია „ქართლის ცხოვრება" (11 სურათი, 1983), „მეტამორფოზა" (1989), „სულიერი საქართველო" (1991), „მოტაცებული მშვენიერება" (1999), „საქართველო – XX საუკუნე" (2002). შექმნა თანამედროვეთა (ო. ჭილაძე, 1973; მ. ჯანაშია, 1975; თ. ჩხეიძე, 1985) პორტრეტები, მონუმ. მხატვრობის ნიმუშები: კულტურის სახელმწ. ინ-ტის საკონფერენციო დარბაზის მოხატულობა (1998), "ფიროსმანი" (ახალგაზრდული ქალაქი, ყოფ. ბორის ძნელაძე, შავნაბადა, 1979), მართვის სისტემების ინ-ტის საკონფერენციო დარბაზი (თბილისი, 1980) და სხვ. პერსონალური გამოფენები: თბილისი (1976), მოსკოვი, ნიუიორკი, სან-დიეგო (1989), თბილისი (2003). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

ი. ქარაია