ელიზბარაშვილი ზურაბ ალექსანდრეს ძე (დ. 3. X.1930, ქ. ბორჯომი), აგრარიკოს-ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1984), პროფ. (1986). 1960 დაამთავრა საქართვ. სასოფლო-სამეურნეო ინ-ტი. 1960– 76 იყო საქართვ. სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინ-ტის უფროსი მეცნ. მუშაკი, ეკონ. განყ-ბის გამგე; 1976–2006 – საქართვ. სახელმწ. აგრარული უნ-ტის ეკონომიკური კიბერნეტიკის კათედრის გამგე. 2006-იდან პროფესორ- კონსულტანტია. ე-ის სამეცნ. შრომები ეხება სოფლის მეურნეობის წარმოების მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ეკონ.-ორგანიზაციულ პრობლემებს, საწარმოო და ეკონომიკურ სიტუაციათა ოპტიმიზაციის საკითხებს. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).