ელიზბარაშვილი მელორ იროდიონის ძე (დ. 13. XI. 1939, ბორჯომი), ფიზიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (1999). 1964 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი. მუშაობდა საქართველოს პოლიტექ. ინ-ტის რადიოტექნიკის კათედრაზე, 1965–80 – ლენინგრადის მეტროლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის თბილისის ფილიალში. 1980-იდან პედ. საქმიანობას ეწევა საქართველოს ტექ. უნ-ტის რადიოტექნიკის კათედრაზე. ე. იკვლევს უწყვეტი ერთ და მრავალგანზომილებიანი სიგნალების ორთოგონალური და არაორთოგონალური გაშლის ოპერატორების გამოთვლითი მდგრადობის საკითხებს.
თხზ.: შეტყობინებათა გადაცემის ციფრული სისტემების საპროექტო გადაწყვეტათა სისწორის მაჩვენებლების ანალიზი, თბ., 2008 (თანაავტ. ა. ბერიძე).