ელიზბარაშვილი ნოდარ კლიმენტის ძე

ელიზბარაშვილი ნოდარ კლიმენტის ძე (დ. 28. VII. 1959, ბათუმი), გეოგრაფი. გეოგრ. მეცნ. დოქტორი (2003), პროფესორი (2004), ა. ჯავახიშვილის სახ. საქართველოს გეოგრ. საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტი მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების დარგში (2008), სამეცნ. ჟურნ. „საქართველოს გეოგრაფიის" მთ. რედაქტორი, თსუ-ის პროფესორი. 1982 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.- გეოლ. ფაკ-ტი. 1985-იდან კითხულობდა ლექციებს თსუ-ში და ს.-ს. ორბელიანის სახ. პედაგოგიურ უნ-ტში. 2006-იდან თსუ-ის საქართვ. გეოგრ. და ლანდშაფტური დაგეგმარების მიმართულების ხელმძღვანელია, 2010-იდან – საერთაშ. გეოგრ. კავშირის ლანდშაფტური ანალიზის და ლანდშაფტური დაგეგმარების კომისიის ხელმძღვანელი. ე. 1998–2006 იყო თსუ-ის საქართვ. გეოგრაფიის კათედრის გამგე, 2005–06 – ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის დირექტორის მოადგილე (შეთავსებით), 2006–08 – განყ-ბის გამგე, 2007–09 – სამეცნ. ფონდის გრანტის – „საქართველოს ნაციონალური ატლასი" – სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელი. ე-ის შრომები ეხება მთიანი ტერიტორიების ლანდშაფტურ-ეკოლოგიური დაგეგმარების საფუძვლებს, გამოიკვლია და დააფუძნა ლანდშაფტური დაგეგმარების მეთოდოლოგია საქართველოში. ე-ს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. შრომა (მ. შ. მონოგრაფიები) და სახელმძღვანელო.