ელია

ელია, ქართლის ეკლესიის IV მამამთავარი (დაახლ. IV ს. 90- იანი წწ. – V ს. დასაწყისი). მოღვაწეობდა მეფე თრდატის დროს. მისი ეპისკოპოსობის დროს აშენდა ბოლნისის სიონი. ლეონტი მროველის ცნობით, მის დროსვე აშენებულა რუსთავისა და ნეკრესის ეკლესიები.

წყარო: ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; მოქცევაჲ ქართლისაჲ, წგ.: შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979.

ლიტ.: საქართველოს კათოლიკოსპატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000