ელია თბილისის ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთ-ერთი ძველი მიკროუბანი მტკვრის მარცხენა მხარეს, მახათას მთის კალთაზე, ავლაბრის ჩრდ.-დასით, რკინიგზის აღმ-ით (ისანი-სამგორის რ-ნი). სახელი ეწოდა მახათას მთაზე მდგარი ილია ანუ ელია წინასწარმეტყველის ეკლესიის (არ შემორჩენილა) მიხედვით (1654 საბუთის მიხედვით, მოიხსენიება როგორც „მახათას ეკლესია"). აქ 20 ივლ. მორწმუნე ქრისტიანები მართავდნენ საეკლ. დღესასწაულს – ელიაობას. დღეს ამ უბანში დგას წმინდა სამების საკათედრო ტაძარი. იხ. აგრეთვე სტ. ელია (ღვთაება).