აგარა

აგარა, სოფელი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, შავშეთში (ახლანდ. თურქეთი, ართვინის ვილაიეთი). სამხრ. საქართველოში მოგზაურობის დროს ნ. მარმა ა-ში მიაკვლია ეკლესიის სამშენებლო ქვას წარწერით: „აეშენა ესე წმინდა ეკლესია ქორონიკონსა სპ“. ვარაუდით, ა-ის ეკლესია 1061 წლით შეიძლება დათარიღდეს.

ლიტ.: ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ი., შავშეთ-იმერხევი, ბათ., 1988.

ი. სიხარულიძე