ელაშვილი ზაზა მიხეილის ძე

 

ელაშვილი ზაზა მიხეილის ძე (15. V. 1934, სოფ. ჯუგაანი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 9. IV. 2008, თბილისი), ქიმიკოსი. ქიმ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (2002). დაამთავრა თსუ (1957). 1957–63 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. პ. მელიქიშვილის სახ. ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინ-ტში, 1963-იდან – საქართვ. მეცნ. აკად. კიბერნეტიკის ინ-ტში, 1997-იდან კი – თსუ-ში (შეთავსებით). ე-ის შრომები ეხება თხევად კრისტალებში სპირალური სტრუქტურის ინდუცირების მიზნით ოპტიკურად აქტ. ნივთიერებების სინთეზს და ფოტოქიმიურად მდგრადი თერმომგრძნობიარე სისტემების სპექტროსკოპულ შესწავლას. მიღებული აქვს საქართვ. სახელმწ. პრემია (1989; სხვებთან ერთად). გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი.