იოანე (ჯ ო რ ჯ ა ძ ე) (გ. 1763), სასულიერო მოღვაწე, მწიგნობარი, დავითგარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი (1736–63), ნეკრესის მიტროპოლიტი (ნეკრესელი 1740– 51), ბოდბის ეპისკოპოსი (ბოდბელი 1751–63).
მღვდელმთავრობის დროს დავითგარეჯის მონასტერში ცხოვრობდა. 1751 ბოდბეში გადავიდა. მონაწილეობდა ერეკლე II-ის მიერ თბილისში გამართული საეკლ. კრების (1748) მუშაობაში, რ-მაც მიიღო კანონები მღვდელმსახურებისა და სარწმუნოების ნორმების დაცვის შესახებ.
ლიტ.: ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., გარეჯის სენიორია, წგ.: ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), [ტ.] 1, თბ., 1966.
ბ. ლომინაძე