იოანე

იოანე (ავალიანი) (1783–1858), სასულიერო და საზოგა­დო მოღვაწე, ეპის­კო­პო­სი (1852).

და­ამთავრა თბილ. ­კეთილშობილ­თა სასწავლებელი. 1814 ­აკურ­თხეს მღვდლად. 1819 დეკა­ნოზის ­პა­ტივი მი­ენი­ჭა. 1826–34 იყო თბილ. ზნეობითი ­სასამართლოს ­წევ­რი. 1831 დაჯილდოვდა ენქე­რით. თა­ნაუგრძნობდა 1832 შე­თქმუ­ლების მონაწილეებს რუსეთის წინააღმ­დეგ. 1834 დაინიშნა სინოდის კანტორის წევრად. 1834-იდან იყო არქიმანდრიტი, ხო­ლო 1840–52 – ვიკარი. 1852 მიეკუთვ­ნა ეპის­კო­პო­სის ხარისხი და დაი­ნიშნა გორის ეპისკოპოსად (1852–58).

ეწეოდა საქველმოქმედო და საზ. მოღვაწეობას, თანამშრომლობდა პერიოდულ პრე­სასთან.

დაჯილდოებულია წმ. ანას ორდენით. დაკრძალულია თბილისის სიონის ტაძარში.

ლ. ურუშაძე