ინოკენტი, ინოჩენციო X I [Innocentius; ერისკაცობაში – ბენედეტო ოდესკალჩი (Benedetto Odescalchi)] (16. V. 1611, კომო, – 2. VIII. 1689, რომი), რომის პაპი 1676–89. იურისტი, იყო პაპის პროტონოტარიუსი, 1645-იდან – კარდინალი, 1654-იდან – ნოვარის ეპისკოპოსი, 1676 წ. 21 სექტემბრიდან – პაპი. იბრძოდა ნეპოტიზმისა და კურიის ბოროტმოქმედებათა წინააღმდეგ.
ი. XI-სთან ურთიერთობა ჰქონდათ ქართლის სამეფოს წარმომადგენლებს. პატრ ანჯელო ფილინელს მისთვის რომში ჩაუტანია ქართლის მეფის, გიორგი XI-ისა და არქიეპისკოპოს ექვთიმე რატიშვილის წერილები.
ლიტ.: თ ა მ ა რ ა შ ვ ი ლ ი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902.