იმერეტინსკი (ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე (30. XII. 1830, სანქტ-პეტერბურგი, – 24. X. 1894, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1881). ინფანტერიის გენერალ ა. იმერეტინსკის ძმა.
1863–64 იყო ვილნოს მაზრის უფროსი, 1866–69 – ვოლინის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი, 1872-იდან – იმპერატორის ამალის გენ.-მაიორი.
ლ. დოლიძე