იგავი

იგავი სამართლის ისტორიაში – სამართლის წიგნში მოყვანილი კერძო შემთხვევა, კაზუსი და მისი საკანონმდებლო მოწესრიგება. ასეთ იურიდ.-ტექ. ხერხს მიმართავდნენ სამართ. ნორმის უკეთ გაგების მიზნით მაშინ, როდესაც საჭირო იყო ჩვეულებრივი მართლურთიერთობისაგან განსხვავებული რთული შემთხვევის საკანონმდებლო გადაწყვეტა.

ი-ის, ანუ „სიტყვით მაგალითის" (საბა), სახითაა გადმოცემული ბერძნ. სამართლის ქართ. ვერსიის („სამართალი ბერძული") 204 და 280 მუხლები (შდრ. მმ. 203 და 279).