გურამიშვილი გიორგი

გურამიშვილი გიორგი (გ. 1795), კრწანისის ბრძოლის გმირი, მეფე ერეკლეს ნათლული. ჰქონდა მაიორის ჩინი. მეთაურობდა ქართველთა არტილერიას, იდგა მახათას მთაზე. როცა ირანელებმა მის პოზიციებს შეუტიეს, გ-მა 4 მომხდური ხმლით განგმირა და ზარბაზანზე გადამხობილი დაიღუპა.

ლიტ.: თბილისის ისტორია, ტ. 1, თბ., 1990.