თამარი, ქარ­თლის დედოფალი

თამარი, ქარ­თლის დედოფალი, მეფე დავით X-ის მეუღლე, ლუარსაბ I-ის დედა. 1554 ქარ­თლის სამეფოს წინააღმდეგ ერთ-ერთი ლაშქრობის დროს ატენის ციხეში თავშეფარებული თ. დაატყვევა ირანის შაჰმა თამაზ I-მა და სხვა 30 ათას ტყვესთან ერთად სპარსეთში გაგზავნა. ტყვეობასა და სამარცხვინო სიცოცხლეს თ-მა სიკვდილი ამჯობინა და გზაში თავი მოიწამლა. ქართ. ისტორიოგრაფიაში თ-ს ხშირად ნესტან-დარეჯანს უწოდებდნენ. ბოლო დროს უპირატესობა თ-ს ეძლევა.

წყა­რო: ქარ­თლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 2, თბ., 1959;ვახუშტი, აღწერა სამეფოსა სა­ქართვე­ლოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.

ლიტ.: საითიძე გ., ნინიძე დ., ლუარსაბ I-ის დედის ვინაობის საკითხი­სათვის, {არტანუჯი}, 1995, №4; ჯ ა ვ ა ხ ი ­შ ვ ი ­ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად).

გ. საითიძე