თამარი, იმერეთის დედოფალი, XVII ს. მოღვაწე, მამია II გურიელის ასული, იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის პირველი ცოლი. ალექსანდრემ 1618 წელს ცოლად შეირთო თ., რ-ისგანაც შეეძინა ვაჟი – ბაგრატი (შემდგომში იმერეთის მეფე ბაგრატ IV). ორი წლის შემდეგ, 1620 ალექსანდრემ თ-ს ღალატი დააბრალა და ბაგრატთან ერთად გურიელს მიუბრუნა. ამან იმერეთის მეფესა და გურიელს შორის დიდი უთანხმოება გამოიწვია, რითაც მოხერხებულად ისარგებლა სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა და იმერეთის მეფის საწინააღმდეგო კავშირი შეკრა გურიელთან.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: ჯ ა მ ბ უ რ ი ა გ., დასავლეთ საქართველო XVII ს. პირველ მესამედში, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
გ. საითიძე