„თამარი“ (Тамара), მცირე ცთომილი № 326

„თამარი“ (Тамара), მცირე ცთომილი № 326. აღმოაჩინა ავსტრიელმა ასტრონომმა ი. პალიზამ 1892 წ. 19 მარტს. სახელი ეწოდა სა­ქართვ. მეფის თამარის პატივსაცემად. თ-ის მზიდან საშ. დაშორებაა 346,8 მლნ. კმ; მზის ირგვლივ გარემოქცევის პერიოდი 3,5 წ; ოპოზიციაში საშ. ვარსკვლავიერი სიდიდე 12,6.