გიორგი VII

გიორგი VII, იმერეთის მეფე 1741, გიორგი VI-ისა და მამია III გურიელის ასულის თამარის ვაჟი.

1741 გ. VII ოსმალებმა გაამეფეს იმერეთში, მაგრამ იმავე წლის შემოდგომაზე თვითონვე გადააყენეს და ტახტი კვლავ მის ძმას ალექსანდრე V -ს დაუბრუნეს. ალექსანდრე გიორგის მომხრეებს სასტიკად გაუსწორდა. გ. VII ოდიშს წავიდა. შემდეგ, როგორც ჩანს, სოლომონ I-ის დროს, გ. VII იმერეთში დაბრუნდა, სადაც საბატონიშვილო მამულს ფლობდა. 1772 ცოცხალი ჩანს.

წყარო: გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გ. გელაშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1962; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ქ. ჩხატარაიშვილი