ამტყელი

ამტყელი, სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), მდ-ების ამტყელისა და ჯამპალის შესართავთან, საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ა., ამზარა, ბუდუკი, გეორგიევსკოე, პანტა, ყადა, შუამთა, ჯამპალი). ზ. დ. 240 მ, გულრიფშიდან 31 კმ. ა-ის მიდამოებში არის დოლმენები (ძვ. წ. II ათასწლ, I ნახ.), შაქურანის მღვიმეები.

ა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.