გოგილაშვილი ოთარ ივანეს ძე

გოგილაშვილი ოთარ ივანეს ძე (დ. 21. II. 1938, თბილისი), მეტალურგი. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1990).

1961 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის (ახლანდ. ტექ. უნ-ტი) მეტალურგიის ფაკ-ტი. 1969–74 მუშაობდა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში, სადაც 1975 მიანიჭეს უფროსი მეცნიერ თანამშრომლის წოდება. ამავე წელს მუშაობა დაიწყო ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტში (ახლანდ. ილიას უნ-ტი).

იკვლევს პედ. თეორიის საკითხებს, ტექ. დისციპლინათა სწავლების მეთოდიკას.

თხზ.: ლითონების კოროზია ძაბვების ქვეშ (დამხმარე სახელმძღვანელო), თბ., 1972; შრომის მასწავლებლის პიროვნების ჩამოყალიბება პედაგოგიურ ინსტიტუტებში (დამხმარე სახელმძღვანელო), თბ., 1986; ზოგადტექნიკური დისციპლინებისა და შრომის მასწავლებლის პიროვნების მოდელირება, თბ., 1988.