გომი, სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემოქმედის თემში (გურიის მხარე), მდ. ბჟუჟის (ნატანების მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 250 მ, ოზურგეთიდან 9 კმ. 462 მცხ. (2002).
გ-ს მოიხსენიებს ი. გიულდენშტედტი (XVIII ს.). სოფელში არის წმ. გიორგის ეკლესია (XVI ს.).