გურანდუხტი, X ს. II ნახ. პოლიტიკური მოღვაწე, აფხაზთა მეფის გიორგი II-ის (922–957) ასული, გურგენ მეფეთ მეფის (994–1008) მეუღლე, ბაგრატ III-ის (975–1014) დედა. 975, ქართლის განმგებლად ბაგრატის დადგენის შემდეგ, საქართველოს გაერთიანების მოწინააღმდეგე ქართლის დიდებული აზნაურები დაუკავშირდნენ კახეთის დიდებულებს, რ-თაც უფლისციხეში მყოფი გ. ქმარშვილიანად შეიპყრეს და კახეთში წაიყვანეს. ამის საპასუხოდ დავით III დიდი კურაპალატი თრიალეთში წავიდა ლაშქრით, რათა შეჭრილიყო კახეთში, მაგრამ კახელებმა დავითს მოციქული მიუგზავნეს და ტყვეები გაათავისუფლეს. 70-იანი წწ. ბოლოსა და 80-იანი წწ. დასაწყისში, ბაგრატ III-ის დას. საქართველოში ყოფნის დროს, გ. განაგებდა ქართლს, რ-ის პოლიტ. ცენტრი უფლისციხე იყო.
ვ. გუჩუა