გომბორი

გომბორი, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდ. ივრის მარცხ. შენაკადი (ერთვის სოფ. ოთარაანთან). სიგრძე 13 კმ. სათავეს იღებს გომბორის ქედის სამხრ.- დას. კალთაზე, გომბორის უღელტეხილის მახლობლად, ზ. დ. 1550 მ სიმაღლეზე. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში.

ი. აფხაზავა