გორდეევი დიმიტრი პეტრეს ძე (1889–1964, თბილისი), რუსი ხელოვნებათმცოდნე. ძირითადად საქართველოში მუშაობდა.
1913 დაამთავრა ხარკოვის უნ-ტი. ერთ-ერთმა პირველთაგანმა მეცნიერულად შეისწავლა ქართ. ხელოვნების არაერთი ძეგლი, რ-თა შორის აღსანიშნავია საფარის, ზარზმის, ჭულის მონასტრების კედლის მხატვრობა, ქართ. მინანქარი და მინიატიურა, ჭედური ხელოვნება და სხვ. 1952-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართვ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმის მეცნიერ თანამშრომლად.
თხზ.: Миниатюры грузинских лицевых рукописей Сионского древлехранилища в Тифлисе, «Aрс», 1918, №2–3; Отчет о поездке в Ахалцихский уезд в 1917 г. Росписи в Чуле, Сапаре и Зарзме, «Известия Кавказского историко-археологического ин-та», 1923, т. 1; Предварительное сообщение о Мцхетской „Антиохии“ (Извлечение из материалов экспедиции 1922 г. и последующих поездок, «Известия Кавказского историко-археологического ин-та», Тфл., 1925, т. 3; Мгвимская резная дверь, «საქართველოს მუზეუმის მოამბე », 1927, ტ. 3.