გორგაძეები

გორგაძეები, სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემში (აჭარის არ), მესხეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ღორჯომისწყლის (აჭარისწყლის მარჯვ. შენაკადი) ზემოთში. ზ. დ. 1450 მ, ხულოდან 16 კმ. 522 მცხ. (2002).

სახელი უწოდეს გორგაძეების საგვარეულოს მიხედვით.