გიორგობიანი ოთარ ლეონტის ძე (12. IV. 1926, თბილისი, – 24. XI. 2005, იქვე), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1994), საქართვ. დამს. ეკონომისტი (1987). 1959 დაამთავრა საქართვ. სუბტროპ. მეურნეობის ინ-ტის ტექნოლოგიის ფაკ-ტი. 1952-იდან იყო სხვადასხვა სახელმწ. და სამეურნეო თანამდებობებზე. 1973–88 მუშაობდა ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში განყ-ბის გამგედ; 1988–2000 – აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკისა და მართვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორის მოადგილედ. ძირითად საქმიანობასთან ერთად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას სხვადასხვა ინ-ტში. მისი სამეცნ. შრომები ეხება კვების მრეწველობის ეკონ. საკითხებს. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).