გოჩაშვილი იორამ გიორგის ძე, XVII ს. II ნახ. პოლიტიკური მოღვაწე, ბაგრატიონთა ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი.
მონაწილეობა მიიღო ვახტანგ V-ის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში და ირანის შაჰის მეშვეობით ცდილობდა ქართლში გამეფებას. ამისათვის ვახტანგმა შეიპყრო, თვალები დათხარა და მამულები ჩამოართვა (1665–66).
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
გ. ჯამბურია