გოგიტიძე ელიზბარ შაბანის ძე

 

ე. გოგიტიძე

გოგიტიძე ელიზბარ შაბანის ძე [20. IX (3. X). 1907, ქობულეთი, – 1997, ოდესა], მეზღვაური, შორეული ნაოსნობის კაპიტანი. 1931 დაამთავრა ოდესის საზღვაო სასწავლებელი, შემდგომ კი „ლოიდის" – „Lloyd" საზღვაო სასწავლებელი (დიდი ბრიტანეთი). 1931–35 მუშაობდა შავი ზღვის ფლოტის გემებზე კაპიტნის თანაშემწედ, კაპიტნად. II მსოფლიო ომის დროს გადაჰქონდა ტვირთი აშშ-იდან სსრკ ნავსადგურებში. ტრანსატლანტიკურ საერთაშორისო საზღვაო სივრცეში, პირველი კაპიტანი იყო სსრკ-იდან, რ-საც უფლება ჰქონდა ლოცმანის გარეშე შესულიყო მსოფლიოს ნებისმიერ საზღვაო ნავსადგურში. იყო გემების „როსიის", „ლატვიისა" და „შოთა რუსთაველის" კაპიტანი, ხოლო 1988-იდან – კაპიტან-დამრიგებელი შავი ზღვის ფლოტში. მასზე შექმნილია დოკუმენტური ფილმი „კაპიტანი გოგიტიძე" (რეჟ. რ. ჭიაურელი, 1960). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ლიტ.: ჩ ი კ ვ ა ი ძ ე გ., ოთხი შეხვედრა. მოთხრობები, თბ., 1950; Б е р ш а д с к и й В. А., Капитан из Кобулети, Од., 1960.

ვ. ბარათაშვილი