გოგიტიძე იოსებ რევაზის ძე (დ. 31. V. 1962, ქობულეთი), გენერალ-მაიორი (1994). 1991 დაამთავრა ქ. როსტოვის საინჟინრო-სამშენებლო ინ-ტი, ამავე წელს სამსახური დაიწყო აჭარის შს სამინისტროში უზენაესი საბჭოსა და მთავრობის დაცვის ქვეგანყოფილების უფროსად. 1993 ოქტ. დაინიშნა აჭარის შს მინისტრის პირველ მოადგილედ. 1993 ნოემბრიდან – 2004-მდე იყო აჭარის სახელმწ. უშიშროების მინისტრი. 2004-იდან ცხოვრობს საქართვ. ფარგლებს გარეთ. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის (1996) და ღირსების (1997) ორდენებით.
ლ. დოლიძე