გოგიტიძე ნიკოლოზ ჯემალის ძე (დ. 6. II. 1960, თბილისი), იუსტიციის გენერალ-მაიორი (1995). დაამთავრა მოსკ. სამხედრო ინ-ტის იურიდ. ფაკ-ტი (1982). 1993–94 იყო სახელმწ. მეთაურის მთავარი სამხედრო მრჩეველი, 1994–97 – საქართვ. გენ. პროკურორის მოადგილე (მთ. სამხ. პროკურორი), 1998–2002 – საქართვ. კონსული უკრაინასა და მოლდოვაში, 2003– 04 – საქართვ. კონსული აზერბაიჯანში, 2004–07 – გენ. კონსული ტრაპიზონში, 2007–11 – საქართვ. სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანი აზერბაიჯანში, 2011- იდან – საქართვ. გენ. კონსული საბერძნეთის რესპუბლიკაში (ქ. თესალონიკი).
ლ. დოლიძე