გიორგი III (ტ ა ო ე ლ ი), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლ. XI ს. 50–60-იან წწ. მეფე ბაგრატ IV -ის თანამედროვე. საპატრიარქო ტახტი დაიკავა კათოლიკოს-პატრიარქ იოანე II-ის შემდეგ. 1057 შიომღვიმის მონასტრისადმი მეფის მიერ შეწირულების სიგელს გ. III-ის დამტკიცება და ხელრთვაც ახლავს.
წყარო : მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ქართული სამართლის ძეგლები ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1968.
ზ. აბაშიძე