გრიგოლისძე გრიგოლ ასათის ძე

გრიგოლისძე გრიგოლ ასათის ძე (გ. 1178), ჰერეთის ერისთავი, გრიგოლისძეთა (გიშელთა) ფეოდ. გვარის წარმომადგენელი. მონაწილეობდა დემნა (დემეტრე) უფლისწულის აჯანყებაში გიორგი III-ის წინააღმდეგ (1177–78). დაიღუპა მეფის ლაშქართან ბრძოლაში.

წყარო: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.

დ. მუსხელიშვილი