გრიგოლაშვილი ზიგფრიდ შალვას ძე (დ. 15. VI. 1942, მცხეთა), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1992), სსრკ სპორტის ოსტატი (1963).
1965 დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი. 1969-იდან ეწეოდა სამეცნ. და პედ. მოღვაწეობას თსუ-ში: იყო სახ. მეურნეობის დაგეგმვისა და ვაჭრობის ეკონ. კათედრის ასისტენტი, დოცენტი, იმავდროულად – კომერციისა და საქონელმცოდნეობის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1979–87), სასაქონლო მიმოქცევის ეკონ. და მარკეტინგის კათედრის პროფესორი (1991–2003).
მისი სამეცნ. შრომები ეხება ვაჭრობის ეკონომიკის, ფინანსებისა და მარკეტინგის საკითხებს.
საქართვ. სამგზის ჩემპიონი (1959, 1961, 1962) და საკავშ. პრიზიორი (1964) ნიჩბოსნობაში.