გუბელაძე ვლადიმერ იასონის ძე (26. IX. 1921, სოფ. ზეკარი, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი, – 1945), საბჭ. კავშირის გმირი (22. II. 1944).
1939 შევიდა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტში. 1940-იდან საბჭ. არმიის რიგებში იყო. საბჭ. კავშირის გმირის წოდება მიენიჭა II მსოფლიო ომში მდ. დნეპრის გადალახვის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები.