გრძელიძე თეიმურაზ ივანეს ძე (დ. 5. VIII. 1956, ბათუმი), გენერალ-მაიორი (1994).
დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექ. ფაკ-ტი (1978). 1978–80 მუშაობდა საკავშ. სამეცნ.-კვლ. და საპროექტო-საკონსტრუქტორო ინ-ტში ინჟინრად. 1980–81 იყო სახელმწ. უშიშროების კომიტეტის ქ. მინსკის უმაღლესი კურსების კურსანტი.
1981 მუშაობა დაიწყო საქართვ. სახელმწ. უშიშროების ორგანოებში. საქართველოს სახელმწ. უშიშროების საპატიო თანამშრომელი (1996). 1997–2000 იყო საქართვ. დაზვერვის სახელმწ. დეპარტამენტის თავ-რის პირველი მოადგილე, 2000–01 – საქართვ. სახელმწ. უშიშროების მინისტრის მოადგილე, ხოლო 2001–04 – საქართვ. დაზვერვის სახელმწ. დეპარტამენტის თავ-რის მოადგილე.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III (1996) და II ხარისხის (2001) და ღირსების (1996) ორდენებით.
ლ. დოლიძე