გრძელიძე რევაზ კონსტანტინეს ძე (1. VIII. 1930, სოფ. ბარი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 28. XII. 1998, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1976). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1990).
1953 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1960–64 იყო სკკპ ისტ. კათედრის უფროსი მასწავლებელი, 1965–76 – მეცნ. კომუნიზმის კათედრის დოცენტი, 1977–81 – თსუ-ის პრორექტორი, 1987–91 – თსუ-ის სკკპ ისტ. კათედრის, ხოლო 1991–98 – პოლიტიკურ პარტიათა ისტორიის კათედრის გამგე.
იკვლევდა საქართველოს უახლესი ისტორიის საკითხებს.