„გურჯაანი“

გურჯაანი, თეთრი, მშრალი სამარკო ღვინო. ამზადებენ გურჯაანის, სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების მევენახეობის ზონაში მოწეული რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშებისაგან მიღებული ყურძნის გადამუშავებით. ღვინომასალა მზადდება ევროპული წესით მუხის კასრებში. ღვინის ალკოჰოლის მოცულობითი შემცველობაა 10,6 – 12,5 %, ტიტრული მჟავიანობა – 4,8 – 8,0 გ/დმ³. „გ." ჩალისფერია, აქვს ჰარმონიული სასიამოვნო გემო და პიკანტური არომატი. „გს" უშვებს შემდეგი ღვინის ქ-ნები: „გურჯაანი-1929" (სააქციო საზბა), „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ" (შპს), „ასკანელი ძმები" (შპს), „ალავერდი" (შპს), „ვაზი +" (შპს) და სხვ. 1955–2010 სხვადასხვა საერთაშ. გამოფენაზე, დეგუსტაციასა და კონკურსზე მიღებული აქვს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები