გურიელი ნინო დავითის ასული 

 

ნ. გურიელი

გურიელი ნინო დავითის ასული (დ. 7. XII. 1961, თბილისი), მოჭადრაკე. საერთაშ. დიდოსტატი (1979), სსრკ სპორტის ოსტატი (1976), საერთაშ. ოსტატი (1978), საქართვ. ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2002–04). დაამთავრა თსუ (1982). საქართვ. ჩემპიონი (1976, 1992), სსრკ ჩემპიონატის ცხრაგზის მონაწილე (საუკეთესო შედეგები: 1981 – II ადგილი, 1985 – III–IV ადგილები), 1978-იდან მონაწილეობს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატებში. ზონალური ტურნირები: ფრუნზე (1978 – I ადგილი), ჩერნიგოვი (1985, II–IV); საზონათაშორისო ტურნირები: ალიკანტე (1979– III); თბილისი (1982, IV–VI); ჟელეზნოვოდსკი (1985 – VII); კუალა-ლუმპური (1990 – III– IV); პრეტენდენტთა მეოთხედფინალურ მატჩში 1980 დამარცხდა ნონა გაფრინდაშვილთან; 1997 მონაწილეობდა პრეტენდენტთა ტურნირში; იყო ქალთა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართვნაკრების შემადგენლობაში: ოქროს მედალი (1992, 1994, 1996); ვერცხლის მედალი (2000); გამარჯვებული გუნდის კაპიტანი (2008). მოიპოვა პირველი ადგილი საერთაშ. ტურნირებში: ბიდგოშჩი (1978, 1979), ბად-კისინგენი (1981), სოფია (1983), პლოვდივი (1986), ბელგრადი (1986, 1990), ჰავანა (1988) და სხვ. დაჯილდოებულია ღირსებისა (1994) და გორგასლის III ხარისხის (2001) ორდენებით.

თ. შ. გიორგაძე