გურგენიძე ბუხუტი ივანეს ძე 

 

ბ. გურგენიძე

გურგენიძე ბუხუტი ივანეს ძე (13. XI. 1933, დაბა სურამი, – 23. V. 2008, თბილისი), მოჭადრაკე, პირველი ქართველი საერთაშ. დიდოსტატი (1970). სსრკ სპორტის ოსტატი (1955), საერთაშ. ოსტატი (1968), საქართვ. დამს. მწვრთნელი (1968), სსრკ დამს. მწვრთნელი (1969), საქართვ. თერთმეტლგზის ჩემპიონი (1958–65, 1968, 1970, 1973), სსრკ ჩემპიონატების ცხრაგზის მონაწილე (საუკეთესო შედეგი – VII–VIII ადგილი, 1958), სტუდენტთა მსოფლიო გუნდური პირველობის ოთხგზის მონაწილე და ორგზის ჩემპიონი სსრკ ნაკრების შემადგენლობაში (1957, 1958). გაიმარჯვა შემდეგ საერთაშ. ტურნირებში: სოფია (1959, I–III ადგილი); თბილისი (1965, I ადგილი); ბათუმი (1966, I–IV ადგილი); თბილისი, ვ. გოგლიძის I მემორიალი (1970, I–II ადგილი მ. ტალთან ერთად); ოლომოუცი (1976, I ადგილი); თბილისი, ვ. ქარსელაძის IV მემორიალი (1976, I ადგილი); ჰრადეცკრალოვე (1977–78, I–II ადგილი). იყო ნ. ალექსანდრიას მწვრთნელი (1966–76), საქართვ. ჭადრაკის ფედერ. ვიცე-პრეზიდენტი და ჭადრაკის სასახლის დირექტორი (1989–94). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ.შ. ღირსების ორდენი (1996).

ლიტ.: გ ი ო რ გ ა ძ ე  თ., ბუხუტი გურგენიძე 60/45, თბ., 1993.

თ. გიორგაძე