გურგენიძე გიორგი გურამის ძე

გურგენიძე გიორგი გურამის ძე (დ. 14. VII. 1963, თბილისი), თერაპევტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (2000). 1985 დაამთავრა თბილისის სახელმწ. სამედ. ინ-ტის (თსსი) სამკურნალო ფაკ-ტი. 1985–97 სამეცნ.-კვლ. და პედ. საქმიანობას ეწეოდა თსსუ-ის ალერგოლოგიისა და შინაგან სნეულებათა კათედრებზე. იყო აღნიშნული კათედრების პროფესორი. 2003-იდან აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნ. სამედ. ცენტრის თერაპიული სამსახურის უფროსია, შემდეგ – ამავე ცენტრის შინაგან სნეულებათა დეპარტ. მთავარი სპეციალისტი. გ-ს კვლევის ძირითადი მიმართულებაა – კონსტიტუციური თავისებურებების (ანომალიების) შესწავლა ატოპიურ დაავადებათა დროს და მათი კორეგირების გზები, სტეროიდ-რეზისტენტული ბრონქული ასთმით დაავადებულთა კლინ.- იმუნოლოგიური თავისებურებების გამოვლენა, მათი კორექციის გზების ძიება და სხვ. გ. არის საქართვ. ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა ასოციაციის, საქართვ. რესპირაციული საზ-ბის წევრი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. სტატია, მ. შ. 1 სახელმძღვანელო.