გურგენიძე დავით ანტონის ძე (დ. 26. IX. 1953, სოფ. ჩაილური, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი), ეტიუდისტი. საჭადრაკო კომპოზიციაში საერთაშ. დიდოსტატი (1989), სსრკ სპორტის ოსტატი (1979), საერთაშ. ოსტატი (1980), საერთაშ. არბიტრი (1994). პირვველი და ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ეტიუდების შედგენაში (1997, 2003), ორჯერ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი (2005, 2007), გახდა სსრკ ჩემპიონი (1981, 1985), ორჯერ ვერცხლისა და სამჯერ ბრინჯაოს პრიზიორი. დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1975). საქართვ. საჭადრაკო კომპოზიციის კომისიის თავ-რე (1991), საერთაშ. არბიტრი ჭადრაკში (2000); საქართვ. ქალთა ნაკრების კაპიტანი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე (ვერცხლი; 2000). საქართვ. ჭადრაკის ფედერ. ვიცე-პრეზიდენტი (1994–2004). გამოაქვეყნა 1000-ზე მეტი ეტიუდი, მიიღო 100-ზე მეტი პირველი პრიზი. გ. 26 წიგნის ავტორია, მ. შ.: „რჩეული ეტიუდები-1" (1993), „რჩეული ეტიუდები-2" (1995; ორივე ინგლისურად); „ოთარ ტაბიძის საჭადრაკო ფილოსოფია" (1999); „პაწია ეტიუდები" (1999); „100 მინიატიურა" (1999); „სისადავე, სილაღე და სილამაზე" (1999). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).
თხზ.: Best studies, Tb., v. 1–2, 1993–95.
ლიტ.: გ ი ო რ გ ა ძ ე თ., ჭადრაკის გზაჯვარედინებზე, თბ., 1992.
თ. შ. გიორგაძე