გურგენიძე დიმიტრი ხარიტონის ძე (5. V. 1918, სოფ. ბუკისციხე, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 30. XI. 1991, თბილისი), პედაგოგი. პედ. მეცნ. კანდიდატი (1954), პროფესორი (1980), საქართვ. დამს. მასწავლებელი (1956), საქართვ. უმაღლესი სკოლის დამს. მუშაკი (1981). 1937 დაამთავრა სამასწავლებლო ინ-ტის (1946-იდან ა. ს. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტი, ახლანდ. ილიას უნ-ტი) ფილოლ. ფაკ-ტი 1941-იდან მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1947 მუშაობა დაიწყო საქართვ. პედ. მეცნ. ინ-ტში. იყო რედაქტორი ჟურნ. „დაწყებითი სკოლა და სკოლამდელი აღზრდა". 1973-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა თბილ. ს.-ს. ორბელიანის სახ. პედ. უნ-ტში. გ-ს დიდი წვლილი მიუძღვის დიდაქტიკის აქტუალური პრობლემების მეცნ.-კვლევასა და ი. გოგებაშვილის მდიდარი პედ. მემკვიდრეობის შესწავლასა და გამოქვეყნებაში. იყო „საქართველოს სსრ პედაგოგიური აზრის ანთოლოგიისა" (1987, რუს. ენაზე), აგრეთვე ი. გოგებაშვილის რჩეულ თხზულებათა ხუთტომეულის რედკოლეგიის წევრი და შემდგენელი, III ტ-ის რედაქტორი (თბ., 1989–90; ი. გოგებაშვილის სახ. პრემია, 1993). თანაავტორია პედაგოგიკის ხუთი ქართ. სახელმძღვანელოსი. დაჯილდოებულია ი. გოგებაშვილის მედლით (1979).
თხზ.: კორნელი ქაცარავა, თბ., 1971; დიდაქტიკის საკითხები, თბ., 1973; მარიამ ორახელაშვილი, თბ., 1978 (თანაავტ.); ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა სახალხო განათლების დარგში და მისი პედაგოგიური შეხედულებანი, თბ., 1979.