გურგენიძე ვლადიმერ მიხეილის ძე [4 (16). XI. 1894, თელავი, – 15. IX. 1983, თბილისი], ინჟინერი რკინიგზების დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1950), პროფესორი (1950), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1956). 1926 დაამთავრა ლენინგრადის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინ-ტი. მუშაობდა თბილ. ინდუსტრ. ტექნიკუმსა და ამიერკავკ. სატყეო-ტექ. ინ-ტში (1926–30), ამიერკავკ., შემდგომ თბილ. მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინ-ტში (1930–59), საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში რკინიგზის სადგურებისა და კვანძების დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის კათედრის გამგედ (1944–78). 1978-იდან იყო ამავე კათედრის პროფესორ-კონსულტანტი. გ-ის ძირითადი სამეცნ. შრომები ეხება რკინიგზის ექსპლუატაციის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Улавливающие тупики. Основы проектирования и эксплуатации, М., 1953; Железнодорожные станции с сортировочными устройствами на уклонах, Тб., 1961.