გურგენიძე ვლადიმერ რობერტის ძე, (დ. 31. IV. 1957, თბილისი), სპორტსმენი (აკრობატიკა). სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1979), სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1975–90), საერთაშ. კატეგორიის მსაჯი. მისი აღზრდილები არიან ევრ. და მსოფლიო ჩემპიონები: ი. გიორგობიანი , მ. მნათობაშვილი და სხვ. 1992-იდან წარმატებით გააგრძელა სამწვრთნელო კარიერა რუსეთში, აღზარდა მსოფლიოს და ევრ. არაერთი ჩემპიონი.